ევროკავშირი-საქართველო

EPP: ქართული ოცნება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება

ევროპის სახალხო პარტიია (EPP) Twitter-ზე წერს, რომ საქართველოში მმართველი პარტიის მოქმედებები ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. 

"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ პარტია ქართული ოცნების მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით. ეს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება". - ვკითხულობ Twitter-ზე. 

EEP, ამასთანავე, ციტირებს პარტიის წევრსა და ევროპარლამენტარს, მარიამ ლექსმანს. 

"საქართველოში მმართველი პარტია აღმოჩნდა ერთადერთი "რადიკალური ძალა" და "ტყუილის მანქანა". - აღნიშნა ლექსმანმა. 

14 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილმა პუტინისტმა ორკებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალები მოქალაქეთა წინააღმდეგ 2 დღის განმავლობაში წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და სხვა საშუალებებს იყენებდა.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები