რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მომდევნო 4-6 კვირაში პოლონეთმა უკრაინას შესაძლოა ავიაგამანადგურებელი МиГ-29-ები გადასცეს

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, მომდევნო 4-6 კვირაში ვარშავამ უკრაინას შესაძლოა МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს. 

პოლონეთის მხარე ამბობს, რომ საბჭოთა წარმოების გამანადგურებლებს უკრაინას ქვეყნების კოალიციის ფარგლებში გაუგზავნიან. თუმცა, კიევის მოკავშირეები ამ ნაბიჯს ფრთხილად უყურებენ, რადგან არ იციან, რა დრო შეიძლება დასჭირდეს მსგავს პროცესს.

"ეს შეიძლება მომდევნო 4-6 კვირაში მოხდეს" - თქვა მორავიეცკიმ პრესკონფერენციაზე, როცა ჰკითხეს, რა დრო დასჭირდებოდა ვარშავას თვითმფრინავების მისაწოდებლად.

გასულ კვირაში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა თქვა, რომ პოლონელმა კოლეგამ მასთან საუბარში აღნიშნა, ვარშავა უკრაინისთვის МиГ-29-ების გადაცემის ერთობლივ პროცესს დათანხმდებოდა.

ნადის თქმით, დროა სლოვაკეთმა გადაწყვიტოს, გაგზავნიან თუ არ აუკრაინაში ავიაგამანადგურებლებს.

კომენტარები