აშშ-რუსეთი

აშშ-ს ევროპული სარდლობა: შავი ზღვის თავზე აშშ-ს დრონი რუსულ გამანადგურებელს შეეჯახა

MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონი
U.S. Air Force photo/Staff Sgt. Brian Ferguson

აშშ-ს ევროპული სარდლობის ინფორმაციით შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 შეეჯახა. 

უწყების ცნობით, ორმა რუსულმა Су-27-მა "შეასრულა სახიფათო და არაპროფესიონალური გზის გადაჭრის" მცდელობა აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის დრონის, MQ-9-ის წინააღმდეგ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო ზონაში დაფრინავდა.

"დაახლოებით 7:03-ზე ერთ-ერთი რუსული Su-27 MQ-9-ის პროპელერს შეეჯახა, რის შედეგადაც აშშ-ს ძალებს MQ-9-ის საერთაშორისო წყლებში ჩამოგდება მოუწია. შეჯახებამდე რამდენჯერმე, Su-27 MQ-9-ს ასხამდა საწვავს და მის წინ დაუფიქრებლად დაფრინავდა, გარემოს შეუსაბამო და არაპროფესიონალური ქცევით. ეს ინციდენტი არაუსაფრთხო და არაპროფესიულობის გარდა კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებაა". – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს საჰაერო ძალების გენერლის, ჯეიმს ბ. ჰეკერის თქმით, MQ-9 რუტინულ ოპერაციებს ატარებდა, როცა მას შეეჯახა რუსული თვითმფრინავი, რომელიც კინაღამ ასევე ჩამოვარდა.

 

კომენტარები