რუსული კანონი

კობახიძე რუსულ კანონზე: იმაზე დიდი შედეგი მოიტანა, ვიდრე თუნდაც მიღებით შეეძლო

კანონპროექტმა მიღების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც მიღებით შეეძლო მოეტანა. ჩვენ რამდენჯერმე გვითხრეს, არც კი დაგვეწყო ამ კანონპროექტის განხილვა - ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა კონკრეტული სუბიექტების მხრიდან. არსებობს აზრის, გამოხატვის თავისუფლება, როცა ფიქრის თავისუფლებას გიზღუდავენ, ეს, თავისთავად, მეტყველებს დამოკიდებულებაზე სახელმწიფოს მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვერ დავუშვებდით. 

თავისთავად ის, რომ კატეგორიულად ითხოვდნენ გახილვის არდაწყებასაც კი, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე იყო კონკრეტული სუბიექტებისთვის ამ კანონპროექტის განხილვის დაწყება. სინამდვილეში, როდესაც დაიწყო ამ კანონპროექტის განხილვა, მან უკვე მოიტანა ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, ეს, პირველ რიგში, იყო ლუსტრაცია - განხორციელდა შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსულ კანონზე საუბრისას. 

კომენტარები