ადამ კინზინგერი

კინზინგერი: საქართველოს დასავლეთი უნდა, ხოლო ქართული ოცნება დამარცხებულ მოსკოვიას ეტენება

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება სრულად რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო. ენმ-ის ეს "სატანისტური უნიფორმები". საქართველოს უნდა, რომ დასავლეთს ეკუთვნოდეს, ხოლო ქართული ოცნება დამარცხებულ მოსკოვიასთან შეტენვას აგრძელებს.

წერს ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საკუთარ Twitter-ზე და პრემიერმინისტრის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად მან აქციებზე "სატანისტურ ფორმაში" ჩაცმული ადამიანები ნახა. 

*უკრაინაში არსებობს ელექტრონული პეტიცია, რომლითაც მოითხოვენ რუსეთს მოსკოვია, რუსულს - მოსკოვური და რუსეთის ფედერაციას მოსკოვის ფედერაციას დაერქვას. პეტიციაში ხაზგასმულია, რომ "რუსეთის ისტორიული სახელია მოსკოვია".

კომენტარები