მოლდოვა-ევროკავშირი

სტანო: უკანასკნელ თვეებში მოლდოვა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის მავნე ქმედებების სამიზნე

მოლდოვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო ყველაზე უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ არიან. ეს ამ ქვეყნისთვის უსაფრთხოების გაზრდილ რისკებსა და, რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს აჩენს. უკანასკნელ თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ მოლდოვა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის მავნე ქმედებების სამიზნე ჩარევის, დეზინფორმაციის, ჰიბრიდული თავდასხმების მიზნით. ამის მიზანი აშკარაა - ძირი გამოუთხაროს და დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში, ძირი გამოუთხაროს რეფორმატორ, ანტიკორუფციულ და ევროკავშირის მხარდამჭერ მთავრობასა და ადმინისტრაციის მოლდოვაში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ისეთივე შეფასება, როგორც აშშ-ს, რომ მოლდოვა რეალურად საფრთხეშია.

თქვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ

კომენტარები