რუსული კანონი

კალაძე აქციებზე: იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, ვიცით მათი წარსული

ბევრი ახალგაზრდა არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ - საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად, ვიცით მათი წარსული, ვიცით რას წარმოადგენენ ისინი. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.   

ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან. ახალგაზრდებსაც ჰქონდათ იმის მცდელობა, ისინი არ ყოფილიყვნენ გამოყენებული. მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც ნეიტრალურები არიან და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ, თუმცა, იქ ასევე იყვნენ ნაციონალური მოძრაობის, გირჩის, და სხვა პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას. 

კომენტარები