სატანისტებს რაც შეეხება, შეიძლება, დღეს ეს სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის, ეს ჩვეულებრივი რუსული მესიჯია. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას შემდეგ მე რუსულ არხებს ვუყურებ, მაგთის სპეციალურად ჩავართვევინე პაკეტი, რომ ვუყურო. ჩვეულებრივი, სტანდარტული ამბავია. რუსულ არხებზე ჰყვებიან - სიტყვაზე, თუ რუსული არმია რომელიმე უკრაინულ სოფელს დაიკავებს, შემდეგ იქ გადაღებულ კადრებს აჩვენებენ, როგორ იყო იქ მოწყობილი რაღაც სატანისტების კუთხეები და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული რუსული ბოდვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა აქ, ჩემთან მიმართებაში გადმოამღერა. ამაში ახალი არაფერი არ არის, რუსულიდან გადმოღებულია.
ირაკლი ღარიბაშვილი
ჯაფარიძე ღარიბაშვილზე: ჩვეულებრივი, სტანდარტული რუსული ბოდვაა, რომელიც აქ გადმოამღერა
tbl.ge/6aym
დაკოპირდა

თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ჩართვისას. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პარლამენტთან 7-9 მარტის აქციებზე რამდენიმე ახალგაზრდას სატანისტების ფორმა ეცვა. ასევე, ღარიბაშვილის თქმით, ერთ-ერთი, ვინც აქციაზე ძალადობა დაიწყო, სწორედ "ჯაფარიძის მოძრაობა" იყო.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




