უკრაინა

უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, რომ სანქციების უახლესი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს რუსეთთან დაკავშირებული სათამაშო და ფსონების ფირმების წინააღმდეგ, რითაც მისი აზრით, ბოლო მოეღება ათობით მილიარდი უკრაინული გრივნის ღირებულების თაღლითობას. მან დასძინა, რომ ეს არ არის მსგავსი სანქციების ბოლო პაკეტი. 

მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა, რომლითაც სანქციები 280-ზე მეტ იურიდიულ და 120 ფიზიკური პირს დაუწესდა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სუბიექტები აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მოგებული თანხით სხვადასხვა "რუსული სქემები" ფინანსდებოდა.

"ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით". – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები