რუსული კანონი

ნონიაშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული კანონი დამარცხდა, რუსული რეჟიმი – არა

ამ კანონზე უკანდახევით, ივანიშვილის რეჟიმის კოლაბორაციულ-ავტორიტარული სახე არ იცვლება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსული კანონი დამარცხდა, მაგრამ თავად რუსული რეჟიმი არ დამარცხებულა. მის მარცხისთვის კი, ხანგძლივად უნდა ვიყოთ მზად წინააღმდეგობისთვის. თვეები თუ წლები იქნება ამისთვის საჭირო, ამ ვითარებას არ ცვლის.

ამ რეჟიმის მუშაკებს თავისთვის კარგი უნდათ. მათი შვილები ევროპაში ცხოვრობენ, სწავლობენ, ხეირობენ.(ისევე როგორც კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა) ჩვენს შვილებს  წვეთ-წვეთ რუსეთის კოლონიაში საცხოვრებლად წირავენ. ჩვენს ქვეყანას კი, კადიროველების საბოგინოდ. 

არსად ვაპირებ აქედან წასვლას.  განა იმიტომ რომ რამე ჰეროიკულია ამაში?! -არ მინდა და მორჩა. არჩევანია. აქ მინდა ვიყო კარგად, სხვებთან ერთად.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი რუსული კანონის გაწვევაზე. 

კომენტარები