ბელარუსია

ახალი კანონით ბელარუსში სახელმწიფო ღალატი სიკვდილით დაისჯება

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატში ბრალდებული თანამდებობის პირებისა და სამხედროების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ბელარუსის ბრძოლის გაძლიერებას „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის მქონე დანაშაულების წინააღმდეგ. 

გარდა ამისა, ახალი კანონის მიხედვით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების "დისკრედიტაციაში" დამნაშავე ნებისმიერ პირს პატიმრობა ემუქრება. მსგავსი კანონი რუსეთმა დაახლოებით ერთი წლის წინ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. 

ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა დღემდე სასჯელის დასაშვებ ფორმად რჩება. აქამდე სიკვდილით დასჯა ბელარუსში მხოლოდ ტერორიზმისა და მკვლელობის შემთხვევაში იყო დასაშვები. 

კომენტარები