რუსული კანონი

კალაძე: მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, მომავალშიც ასე ვივლი

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში - მილანში. ჩემი წარმატებები დაკავშირებულია ევროპასთან, მილანთან, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, მისი კულტურით და ტრადიციებით. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის ევროპა არა "შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს.

იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი. ჩემმა პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა, რომ თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გააჩნია, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და დაგაფასებს.

თბილისის მერი კახა კალაძე ვიდეომიმართვაში, რუსულ კანონზე საუბრისას.

კომენტარები