დასავლეთ ბალკანეთი-ევროკავშირი

შოლცი: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს რაც შეიძლება მალე უნდა შეუერთდნენ

AP Photo/Michael Sohn, file

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირს რაც შეიძლება მალე უნდა შეუერთდნენ. ამის შესახებ შოლცმა ალბანეთის პრემიერმინისტრთან, ედი რამასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გერმანიის მთავრობისთვის ექვსი ბალკანური ქვეყნის ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გვსურს რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს ქვეყნები ევროკავშირში. ამისთვის ალბანეთის პროგრესი ევროკავშირში გაერთიანების პროცესში ძალიან კარგი სიგნალია. ეს ძალიან კარგი ნიშანია. მხარს ვუჭერთ გერმანიის მჭიდრო და საიმედო პარტნიორობას ალბანეთთან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე". - თქვა შოლცმა.

გარდა ამისა, გერმანიი კანცლერის თქმით, დიდი პროგრესია მიღწეული სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობის ნორმალიზების საკითხშიც.

"მჯერა, რომ ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული სერბეთ-კოსოვოს საკითხში, ასევე, როცა ვუჩიჩისა და კურტის საჯარო გამონათქვამებს ვხედავთ, ეს არის პროგრესი იმასთან შედარებით, რაც წარსულში ვნახეთ. ეს არის გეგმა, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს. ამიტომ ველოდები, რომ მალე კარგი და კონსტრუქციული შედეგები მექნება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არის დიდი სურვილი, შესაძლებელი გახდეს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შეუძლებელი ჩანდა. ეს კარგი იქნებოდა მშვიდობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, კოსოვოსა და სერბეთის განვითარებისთვის". - თქვა შოლცმა.

კომენტარები