რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: სამხრეთ კორეამ პოლონეთს უკრაინაში ჰაუბიცების გაგზავნის საექსპორტო ლიცენზია მისცა

სამხრეთ კორეის მთავრობამ პოლონეთისთვის საექსპორტო ლიცენზიები დაამტკიცა, რათა ვარშავამ უკრაინაში კორეული კომპონენტებისგან წარმოებული კრაბ ჰაუბიცების გაგზავნა შეძლოს

მედიის ინფორმაციით, სეულმა ლიცენზია 2022 წლის ბოლოს გასცა, თუმცა, აქამდე კორეელი მაღალჩინოსნები კრაბის ჰაუბიცებზე კომენტარისგან თავს იკავებდნენ, ოფიციალური განცხადება კი რამდენიმე თვის შემდეგ გავრცელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორეა უკრაინისთვის იარაღის ირიბად მიწოდებას დათანხმდა. 

"თავდაცვის შესყიდვის პროგრამის ადმინისტრაციის (DAPA) ტექნოლოგიური კონტროლის ბიურომ გადახედა და განიხილა ყველა დოკუმენტი. შედეგად, პოლონეთში ექსპორტის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება მივიღეთ. ". - ამბობს საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს ევროპა-აზიის განყოფილების დირექტორი, კიმ იონგ-ჩეიოლი.

კომენტარები