რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინის მტკიცებით, ვაგნერმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი სრულად დაიკავა

ვაგნერის ჯგუფი
ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახური კონკორდი

რუსი ოლიგარქისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი თითქმის სრულად დაიკავეს.

ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახურმა მისი ხმის ჩანაწერი გაავრცელა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში დიდი წნეხის ქვეშ არიან. მათივე ცნობით, ვაგნერი და რუსეთის რეგულარული არმია ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში დაწინაურდნენ. საპასუხოდ, უკრაინა საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ელიტური რაზმებით ავსებს. ასევე ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, ბოლო ორ დღეში ბახმუტში განადგურდა უკრაინული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ორი ხიდი, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდი, რომელიც ბახმუტისთვის მთავარი მიწოდების ხაზი იყო და ჩასივ-იართან აკავშირებდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები