რუსული კანონი

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს აკავებენ

პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ აქციის მონაწილეებს აკავებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, რამდენი ადამიანი დააკავეს უწყების თანამშრომლებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. 

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

კომენტარები