რუსული კანონი

ვიოლა ფონ კრამონი პარლამენტთან აქციაზე: უკრაინაში მაიდანის დროს მახსენებს

ტაბულა

ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

"უკრაინაში მაიდანის დროს მახსენებს 2013-2014 წლებს". – წერს ფონ კრამონი.

საპროტესტო აქციამ დაძაბული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელ აგენტთა გამჭვირვალობის კანონი დაჩქარებული პირველი მოსმენით მიიღო. დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიას ამ დრომდე არ ტოვებენ. 

კომენტარები