სახალხო დამცველი

ოქრიაშვილი: ვინც ხმას მისცემს იოსელიანს, მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პოლიტიკის მიღმა

დღეს ოცნება აპირებს ბატონი იოსელიანის დანიშვნას და არა არჩევას სახალხო დამცველის პოსტზე. არანაირი პიროვნული პრეტენზია მის მიმართ არ გამაჩნია. უბრალოდ, ბატონი იოსელიანი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის არის ქართული ოცნების მოკავშირე პარტიის წევრი და შესაბამისად, შეიძლება „ოცნების“ წევრად ჩაითვალოს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი კი, კონსტიტუციის თანახმად, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და არც მე და არც ქართულ საზოგადოებას, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, იოსელიანი ამ პოსტზე დამოუკიდებელი იქნება და არ გაატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს. 

ძალიან საინტერესოა, ვინ დაუჭერს მხარს მის კანდიდატურას,  ვგულისხმობ იმ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, ვინც თავს ოპოზიციურ სუბიექტებად მიიჩნევენ:  „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, უფრაქციო დეპუტატები - იოსელიანის მხარდაჭერა პირდაპირ ნიშნავს ქართული „ოცნების“ მოკავშირეობას. პირადად ჩემთვის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, ისინი ვერ ჩაითვლებიან ოპოზიციად. ამ კენჭისყრის შედეგებს კი დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას. 

ამით ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვითომ ოპოზიცია გაფორმდება „ქართული ოცნების“ მოკავშირედ, რასაც რეალური ოპოზიცია და ქართველი ამომრჩეველი გაითვალისწინებს. 

ამ ხალხს ოპოზიციის სახელით მანიპულირების საშუალება აღარ უნდა მიეცეს და მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა!  

კახა ოქრიაშვილი სახალხო დამცველის არჩევაზე.
 

კომენტარები