მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი მანჯგალაძეს: მე და შენში მოღალატის დედას შევე*ი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვაშაძემ "აგენტების" რუსული კანონის ავტორებს მოღალატეები უწოდა, რასაც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ხალხის ძალის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. 

ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძისა და ოპოზიციის მიმართ გინება დაიწყო და შემდეგ მას ივანიშვილის სხვა დეპუტატებიც აყვნენ. 

"მე და შენს შორის მოღალატის დედას შევე*ი". – უთხრა ყაველაშვილმა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს.

 

კომენტარები