რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ჩვენ ვიპოვით მკვლელებს" – ზელენსკი კადრებზე, რომელშიც უკრაინელ სამხედროს რუსები ხვრეტენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომელშიც უკრაინელ სამხედროს რუსი ოკუპანტები ხვრეტენ. 

“დღეს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ჯარისკაცი, რომელმაც დამპყრობელთა სახეებს გამბედავად უთხრა: "დიდება უკრაინას!". მინდა, რომ ყველამ ერთად ვუპასუხოთ მის სიტყვებს: “დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!”. ჩვენ ვიპოვით მკვლელებს”. - ამბობს ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.

მედიაში 5 მარტს გავრცელებულ კადრებში ჩანს შეუიარაღებელი სამხედრო და ისმის ხმა: "გადაუღეთ". მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ამბობს: "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც მას რამდენიმე მხრიდან ცეცხლს უხსნიან და კლავენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელშიც უკრაინელ სამხედროს რუსი ოკუპანტები ხვრეტენ, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი Facebook-ზე წერს

"შეუიარაღებელი კაცის სასტიკი და უსირცხვილო სროლის ვიდეომ დღეს საზოგადოება შეძრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა დაარეგისტრირა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 438.2 -ე მუხლით - ომის კანონებსა და წესების დარღვევით. საპროცესო მენეჯმენტს გენერალური პროკურორები უხელმძღვანელებენ". - წერს კოსტინი. 

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოველი ასეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის რუსები პასუხს აგებენ.

კომენტარები