კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე: ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ და თანმიმდევრულად აირჩია, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი. თუმცა ანტიდემოკრატიული, რუსული კანონის ამოქმედებით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა.

ეს ასევე ასახავს დღევანდელი ხელისუფლების მზარდ სიახლოვეს რუსეთთან - იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და არის ჩართული გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ეს კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული დაღმასვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. ეს არ შეიცვლება, მიუხედავად ხელისუფლების პოზიციისა. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას.

[...] უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი საქართველოში არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის. ის არანაირად არ ჰგავს შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს.

ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. 1976 წელს დაარსებული ჰელსინკის კომისია აშშ-ს დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა. კომისია ამჟამად ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს და ადამიანის უფლებების ნორმების დაცულობას უზრუნველყოფს.

კომენტარები