მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცნობით, დაპირისპირების შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

სამინისტროს ცნობით, მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია სომხეთის სამხედრო პერსონალის, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების შესახებ, სადაც დროებით განლაგებულია რუსული სამშვიდობო კონტიგენტი.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხედრო მანქანების დაკავება და შემოწმება სცადეს, ამ დროს კი მოპირდაპირე მხრიდან ცეცხლი გაიხსნა.

პარალელურად, სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტის მორიგე მანქანას, შედეგად კი 3 პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები