რუსული კანონი

ჩერგოლეიშვილი: ორუელი გამოადგა ივანიშვილს, ომს ასაღებს მშვიდობად, რუსულ კანონს – ამერიკულად

აი, ეს არის ქართული რეალობა, ორუელი გამოადგა ივანიშვილს, რომელიც უმეცრებას ძალად ასაღებს, ომს ასაღებს მშვიდობად, ბოროტებას ასაღებს სიკეთედ, რუსულ კანონს ასაღებს ამერიკულად, ასეთი ამერიკული კანონი არ არსებობს, არ არსებობს ამერიკული კანონი, რომელიც ამერიკული დემოკრატიის, ამერიკული კულტურის, ამერიკული ინფრასტრუქტურისთვის გაწეულ ძალისხმევას ასაღებს უცხო ქვეყნის ინტერესად.

ჩვენ გვყავს რუსი ხელისუფლება, ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი, ამიტომ მიიჩნევს საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას, ქართული საზოგადოების დახმარებას, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაციას უცხო ქვეყნის გავლენად. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს არ აინტერესებს და რომელსაც აწუხებს საქართველოში დემოკრატიის განვითარება, არის რუსეთი. ზუსტად ამიტომ აღიქვამენ ესენი ამ ყველაფერს უცხოურად, რომ რუსები არიან თვითონ, არაფერი ქართული მათთვის ნაცნობი არ არის, ყველაფერი ქართული მათთვის არის უცხო, რუსების მიერ შექმნილ ქართველის ხატს გვასაღებენ ქართველად და რუსების მიერ საბჭოთა დროს შექმნილ სტერეოტიპებს გვასაღებენ ქართულ ტრადიციებად, ჩვეულებრივი რუსები გვყავს და ეს რუსები უნდა მოვიშოროთ.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ იმართება.

კომენტარები