კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

სამინიძე რუსულ კანონზე: უნდა გვქონდეს ერთიანი გეგმა, საკომიტეტო მოსმენისას ოცნება იძალადებს

მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, თუ რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ, ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. ქართული ოცნება ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ პრინციპი რამდენად დამანგრეველია. დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა. 

ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 6 მარტს, პარლამენტში ივანიშვილის დეპუტატების მიერს ინიცირებული "აგენტების" კანონის განხილვა გაგრძელდება. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან 09:00 საათიდან საპროტესტო აქცია გაიმართება.  პროტესტს უერთდება ტაბულაც. 

კომენტარები