ისრაელი

მედია: ორბანი უნგრეთის საელჩოს ისრაელში თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვიქტორ ორბანი უნგრეთში, ბუდაპეშტში, უნგრეთ-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე. 2017 წლის 19 ივლისი.
Haim Zach/ GPO

ისრაელის მედია The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუსადმი ჟესტის სახით, საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ანონიმურმა წყაროებმა The Times of Israel-ის ებრაულენოვან გამოცემასთან თქვეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს, ისრაელის საგარეო უწყების მეთაურის, ელი კოენისა და მისი უნგრელი კოლეგის, პეტერ სიიარტოს შორის აქტიური საუბრების შემდეგ.

ეს ქმედება უნგრეთს აქცევს ევროკავშირის პირველ წევრად, რომელიც საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს. ევროკავშირი დიპლომატიური ოფისების თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას იქამდე ეწინააღმდეგება, სანამ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება.

გასულ წლებში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვიქტორ ორბანს, რომელსაც დასავლეთში მისი პოლიტიკის გამო კრიტიკულად უყურებენ, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

კომენტარები