აშშ

აშშ: ბიზნესს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვისკენ მოვუწოდებთ

Bloomberg

აშშ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ვაშინგტონის სანქციების და ექსპორტის შესახებ კანონების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ, ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დეპარტამენტმა და იუსტიციის დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიებისთვის აუცილებელია ისეთი სტრატეგიების ცოდნა, რომლითაც შესაძლოა მომხმარებელი ცდილობდეს მესამე მხარის გამოყენებით სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ მითითებები, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ეფექტური, რისკზე დაფუძნებული სანქციებისა და ექსპორტის შესაბამისობის პროგრამა. სანქციების დარღვევის შემთხვევაში კი სამართლებრივი დევნა და სხვა ზომების მიღებაა მოსალოდნელი.

"კერძო სექტორი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ რუსეთს შევუზღუდოთ წვდომა აღჭურვილობაზე, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომში იყენებს. ერთობლივი განგაშის გაცემით, ჩვენი სააღსრულებო სააგენტოები ასახავს რისკზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას, რომელიც იცავს საერთაშორისო ფინანსურ სისტემას რუსეთის მიერ ბოროტად გამოყენებისგან". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები