მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში თავის მისიას გააფართოებს – შოლცი

2 მარტს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ  გერმანია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დასასტაბილურებლად სომხეთის სასაზღვრო რაიონებში მეტ მეთვალყურეს გაგზავნის

ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას შოლცმა შეშფოთება იმის შესახებ გამოთქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონში არსებული სტატუს კვო არასტაბილური რჩება, ხოლო ჰუმანიტარული მდგომარეობა "უკიდურესად დამთრგუნველი".

გერმანიის კანცლერმა კონფლიქტის მოგვარების "სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტის" მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე უნდა იყოს მოხდეს.

ამასთან, შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან ამაყობს“ ევროკავშირის მისიით მთიან ყარაბაღში სადემარკაციო ხაზის მონიტორინგით, რომელსაც გერმანიის ფედერალური პოლიციის ოფიცერი ხელმძღვანელობს. 

კომენტარები