ჭარბწონიანობა

მსოფლიოს ნახევარზე მეტი 2035 წლისთვის ჭარბწონიანი იქნება – კვლევა

ჭარბწონიანთა მსოფლიო ფედერაციის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2035 წლისთვის ჭარბწონიანი იქნება

კვლევის თანახმად, მზარდი ტემპით ოთხ მილიარდზე მეტი ადამიანი დაზარალდება. ყველაზე დიდი ზრდა აფრიკისა და აზიის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებშია მოსალოდნელი.

ფედერაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლუიზ ბაურმა, ანგარიშის დასკვნები აღწერა, როგორც მკაფიო გაფრთხილება ქვეყნებისთვის, რათა მომავალი რისკების ასარიდებლად იმოქმედონ ახლა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჭარბწონიანთა მაჩვენებელი განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში იზრდება.

კომენტარები