ჭარბწონიანობა

ქუცნაშვილი: მსუქნები ძალიან კეთილი ადამიანები არიან, ისინი მომწონს და მიყვარს

ქალბატონი გუგული სერიოზული პიროვნებაა და არა მგონია, ასეთ კანონპროექტზე ფიქრობდეს. როგორც ექიმები ამბობენ, სიმსუქნე ხშირ შემთხვევაში რომელიმე დაავადებით ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით არის გამოწვეული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მსუნაგობის და სიზარმაცის შედეგია. გენეტიკაც თავისას შვრება და ა.შ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მსუქნები ძალიან კეთილი ადამიანები არიან, ისინი მომწონს და მიყვარს

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი kvira.ge-ს კითხვაზე - "აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი კოლეგის, გუგული მაღრაძის, ინიციატივაზე, რომელმაც თქვა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად რეგულაციებია საჭირო, ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ტკბილეულის ნაწარმზე ფასი და გადასახადი. ეთანხმებით მის ამ მოსაზრებას?".

კომენტარები