რუსული კანონი

სამხარაძე: ჩემს სტუდენტებს შევხვდები და თვალებშიც ჩავხედავ ძალიან ღრმად

მე ჩემს სტუდენტებს შევხვდები და იმათ გავესაუბრები, როგორც აქამდე ვესაუბრებოდით და თვალებშიც ჩავხედავ ძალიან ღრმად.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა მიმართეს და სთხოვეს, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. 40-მდე სტუდენტი იმედოვნებს, რომ ნიკოლოზ სამხარაძე საჯაროდ გამოთქვამს კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებს კოლეგების დარწმუნებას.

კომენტარები