კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

კალაძე რუსულ კანონზე: აშშ-ში თუ მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ცუდი?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში მოქმედ კანონს რამხელა სიმძიმე გააჩნია და შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ჩვენთან არის საუბარი. 

ბოლო დღეებში ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის - თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? არსებობს საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყანები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებას, რაც ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ივანიშვილის დეპუტატების მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე. 

კომენტარები