რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ყირიმზე დრონების მასობრივი თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინელთა უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმა მოიგერიეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მეშვეობით 6 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 4 კი რადიოელექტრონული დანადგარებით მწყობრიდან გამოიყვანეს. მათივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყოლია.

აქამდე, 1-ელი მარტის ღამე გავრცელდა ცნობები ყირიმზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. 

ყირიმი უკრაინული დრონების სამიზნე გასული წლის ზაფხულის შემდეგ რეგულარულად ხდება.

კომენტარები