რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას Slynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

უკრაინა გერმანიისგან Skynex-ის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის 2 სისტემას მიიღებს, რომელიც გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall-მა სპეციალურად უკრაინისთვის აწარმოა.

The Wall Street Journal ციტირებს Rheinmetall AG-ის აღმასრულებელ დირექტორს, არმინ პაპერგერს, რომელიც ამბობს, რომ სისტემები უკრაინის არმიას ერთი წლის განმავლობაში მოემსახურება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ კომპანიამ Skynex-ები გერმანიის ხელისუფლების შეკვეთით აწარმოა და ისინი 212 მილიონი დოლარი დაჯდა.

Skynex სისტემები მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვისთვის გამოიყენება. მას შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები და საკრუიზო რაკეტები. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ საკმაოდ იაფი საბრძოლო მასალა სჭირდება.

კომენტარები