რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა ФСБ-ს ქვეყნის შიგნით კონტრდაზვერვის გაძლიერებისკენ მოუწოდა

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში დასავლური დაზვერვის წინააღმდეგ კონტრდაზვერვის გაძლიერება.

"ზოგადად, საჭიროა კონტრდაზვერვის მიმართულების გაძლიერება. მათ [დასავლეთის ქვეყნები] დამატებითი პერსონალის, ტექნიკური და სხვა ტიპის რესურსების გამოყენება დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ". – ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ინფორმაცია რუსეთის საკონტროლო სისტემების, სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების, თავდაცვის ინდუსტრიის, კრიტიკული ტექნოლოგიებისა და პერსონალური მონაცემების შესახებ "სანდოდ უნდა იყოს დაცული". 

27 თებერვალს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორის, უილიამ ბარნსის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატება განაპირობებს. ამის შესახებ ბარნსი ამერიკულ ტელეარხ СBS-ს ესაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობას მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება შექმნის. ეს იქნება უკრაინელების გადაწყვეტილება. არამხოლოდ სადაზვერვო სამსახურის, არამედ მთლიანად აშშ-ის მთავრობის ამოცანაა, რომ უკრაინელებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რათა მათ საკუთარი პოზიციების გაძლიერება შეძლონ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდაზე". - თქვა ბარნსმა.

CIA-ს დირექტორის შეფასებით, პუტინი ხვდება, რომ უახლოეს დროში ომს ვერ მოიგებს, თუმცა, საკუთარ თავს წაგების უფლებას ვერ აძლევს.

"პუტინმა იცის, რომ უახლოეს დროში ომს ვერ მოიგებს, თუმცა, საკუთარ თავს წაგების უფლებას ვერ აძლევს. ეს არის მისი განაჩენი. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ უკან დაიხიოს და გამოსავალი ეძებოს, ის ძალისხმევას აორმაგებს და არაფრად აგდებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც უკრაინაში განიცდის. ის ცოცხალი ძალის დანაკარგებს სენტიმენტების გარეშე უყურებს". - აღნიშნა ბარნსმა.

კომენტარები