ჩვენს უწყებას არაფერი აქვს დასმალი, პირიქით – მოწადინებული ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ნებისმიერი შესაძლო ფორმით. მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან შესახვედრად, ბუნებრივია, კონსტრუქციულ ვითარებაში, სადაც მოსმენილი იქნება არგუმენტები და შესაძლებელი იქნება, რომ ინფორმაცია იყოს გაზიარებული. ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან. გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით რეგულარულად ინფორმაციას. ამას ვამბობ სპეციალურად ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მიხეილ სააკაშვილი
ბრეგაძე სააკაშვილზე: ბოლო დროს მოედინება ცილისწამების ნიაღვარი – არაფერი გვაქვს დასამალი
tbl.ge/6adm
დაკოპირდა

ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




