რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსები სვიატოჰირსკში უკრაინელ მაშველებს დაესხნენ თავს – კირილენკო

28 თებერვალს, ღამით დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოჰირსკში რუსი ოკუპანტები მაშველებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 1 მაშველი გარდაიცვალა და 4 დაშავდა. ინფორმაციას რუსულ-ლატვური მედია Meduza დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ღამით რუსები თავს დაესხნენ სახელმწიფო სასწრაფო დახმარების განყოფილებას სვიატოჰირსკში. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სასწრაფო დახმარების ერთი თანამშრომელი და დაშავდა ოთხი.

[...] ეს არის მიზანმიმართული და ცინიკური თავდასხმა არა სამხედროებზე, არამედ მათზე, ვინც მონაწილეოაბას იღებს მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაში აქტიური საომარი მოქმედებების დროსაც კი." - ამბობს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

კომენტარები