რუსეთი

პეტერბურგის აეროპორტის საჰაერო სივრცე უცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის გამო დაიკეტა

პულკოვოს აეროპორტი, პეტერბურგი, რუსეთი

პეტერბურგში საჰაერო სივრცე დაიკეტა, ხოლო პულკოვოს ადგილობრივმა  აეროპორტმა შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება მას შემდეგ, რაც ქალაქის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს.

რუსული ტელეგრამ არხის, Baza-ს ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე გეგმა "ხალიჩა" ამოქმედდა. აღნიშნული გეგმა გამოიყენება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩენის შემთხვევაში.

ამასთანავე, Baza-ს ცნობით, ქალაქის თავზე მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავენ. პულკოვოს აეროპორტში კი თითქმის ყველა ფრენის დრო დაგვიანებითაა ნაჩვენები. 

აქამდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუ რამ გამოიწვია შეფერხება ან რა სამუშაოებო მიმდინარეობს უცნობი ობიექტის გამოკვლევასთან დაკავშირებით.

განახლება11:31 საათზე რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალაქის თავზე ცა "ღიაა, ყველა დროებითი შეზღუდვა გაუქმებულია". ამ ინფორმაციას Flightradar24-ის ვებგვერდიც ადასტურებს.

კრემლის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზებთან დაკავშირებით არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აქვს სრული ინფორმაცია ამ საკითხზე.

კომენტარები