მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ადვოკატი: 1 კვირაა, სააკაშვილი ლოგინიდან ვეღარ დგება, საუბარიც უჭირს

1 კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს [...] ვინაიდან კიდურების ტკივილი აქვს, ის ლოგინიდან ვეღარ დგება და ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ. მას საუბარიც უჭირს. საუბარიც არ უნდა, უხასიათოდაა, მივარდნილი და უმწეო მდგომარეობაშია [...] სიმართლე გითხრათ, მე ის ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. სატელევიზიო გადაცემებს ადევნებდა ხოლმე თვალს, საუბრობდა, ახლა კი საუბრის სურვილიც არ აქვს [...] ის, ფაქტობრივად, არაფერზე საუბრობს და ჩვენი შეხვედრა უბრალოდ იმით შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ [...] ბოლო 1 კვირაა, მას გადატრიალების უნარიც აღარ აქვს, რომ საწოლიდან გადმოტრიალდეს. მხოლოდ ერთ მხარეს არის.

თქვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ილია ლომიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

კომენტარები