ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი

წინააღმდეგობა ჩრ. ირლანდიის მთავრობაში – რა არის ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი?

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი ხშირად დაძაბულობის მიზეზია მას შემდეგ, რაც 2021 წლის დასაწყისში იგი ძალაში შევიდა. პროტოკოლთან დაკავშირებით უთანხმოებამ შეაჩერა ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის (ჩრ. ირლანდიის საკანონმდებლო ორგანო) ფუნქციონირება, ვინაიდან დემოკრატიული იუნიონისტური პარტია აცხადებს, რომ მთავრობის ფუნქციონირებას არ დაუშვებს მანამ, სანამ პროტოკოლში ცვლილებები არ შევა.

რა არის ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი?

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი არის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს შედგა და ირლანდიის სახმელეთო საზღვარზე საქონლის ტრანსპორტირებას შემოწმების მექანიზმს არეგულირებს.

ბრქსიტამდე საქონლის გატანა საზღვრის გავლით ადვილი იყო, რადგან ქვეყნები ორივე მხარეს - ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდიის რესპუბლიკა - ევროკავშირში იყვნენ და ერთსა და იმავე წესებს იცავდნენ.

ბრექსიტის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა - ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით - დატოვა ევროკავშირი, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკა ევროკავშირში დარჩა.

ევროკავშირს საკვებზე მკაცრი წესები აქვს და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსულ გარკვეულ საქონელზე, მაგალითად რძესა და კვერცხზე, სასაზღვრო შემოწმებას მოითხოვს.

როგორ მუშაობს პროტოკოლი?

ირლანდიის საზღვარზე საქონლის შემოწმების ნაცვლად, პროტოკოლი შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ინსპექტირება და დოკუმენტის შემოწმება დიდ ბრიტანეთსა (ინგლისი, შოტლანდია და უელსი) და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის განხორციელდებოდა.

ამრიგად, შემოწმება მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიის პორტებში ხდება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია პროდუქტის სტანდარტებთან დაკავშირებით ევროკავშირის წესებს დაიცავს.

როგორ სურს დიდ ბრიტანეთს პროტოკოლის შეცვლა?

ამ შემოწმებების შესამცირებლად, მთავრობას სურს განსხვავებული წესები დიდი ბრიტანეთიდან იმ ტრანსპორტირებული საქონლისთვის, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში მიდის და იმ საქონლისთვის, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით შემდეგ ირლანდიის რესპუბლიკაში გადადის.

ფოტოზე მარცხნივ ჩანს პროტოკოლის ახლა მოქმედი წესები. მარჯვნივ დატანილია დიდი ბრიტანეთისთვის სასურველი ცვლილების გეგმა

[ფოტოს მარჯვენა მხარეს] მწვანე ზოლი იქნება იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებსაც საქონელი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიაში გადააქვთ. ისინი შემოწმებისა და საბაჟო კონტროლისგან განთავისუფლდებიან .

წითელი ზოლი იქნება ირლანდიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში გამავალი პროდუქტებისთვის. ისინი სრულ შემოწმებასა და საბაჟო კონტროლს გაივლიან .

ბრიტანეთის მოდელის მიხედვით საგადასახადო წესებიც შეიცვლება. ბიზნესები ჩრდილოეთ ირლანდიაში დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ ევროკავშირის წესებს იცავენ. ეს ნიშნავს, რომ  საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ჩრდილოეთ ირლანდიაში ფირმების დასახმარებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ ლიმიტებში უნდა მოექცეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობას ამ შეზღუდვების მოხსნა სურს.

ბრიტანეთს ასევე სურს დამოუკიდებელი ორგანო [და არა ევროპული სასამართლო], რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებულ დავებს მოაგვარებს. 

ვინ ეწინააღმდეგება ახლანდელ პროტოკოლს?

დემოკრატიული იუნიონისტური პარტია (DUP) აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალის მოზიარე ახალი მთავრობის ფორმირებას, თუ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლში.

DUP ამბობს, რომ სავაჭრო საზღვარი აზიანებს ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკას, მაგრამ პარტიის წინააღმდეგობა უფრო მნიშვნელოვანია მისი უნიონისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე. მათი აზრით, ახლანდელი პროტოკოლის წესები არის "ეგზისტენციალური საფრთხე" ქვეყნის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შესვლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული იუნიონისტური პარტია 2022 წლის მაისის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და პირველი ადგილი ჩრდილოეთ ირლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიამ Sinn Féin-მა დაიკავა, ჩრდილოეთ ირლანდიის ახალი მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის მხარდაჭერის გარეშე.

კომენტარები