ბელარუსის მტკიცებით, ქვეყანას შეიარაღებული ძალების მიღმა 1.5 მილიონი პოტენციური ჯარისკაცი ჰყავს.
"საომარი მდგომარეობის გამოცხადების და ეკონომიკის ომის რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში ორგანიზაციების სტრუქტურებში, შეიარაღებული ძალების მიღმა სადღაც 1,5 მილიონამდე ადამიანი იქნება". - თქვა უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა.
ლუკაშენკომ ამ თვეში გასცა ბრძანება 150 000-მდე მოხალისისგან ტერიტორიული თავდაცვის ძალები ჩამოეყალიბებინათ. მან განმარტა, რომ მისი არმია იბრძოლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ტერიტორიას თავს დაესხმებიან.
ბელარუსის მოსახლეობა დაახლოებით 9.3 მილიონია. 2022 წლის მონაცემების მიხედვით (ISSMB0-ის) მიხედვით, ქვეყნის პროფესიული არმია დაახლოებით 48 000 ჯარისკაცისგან შედგება და სახელმწიფო სასაზღვრო ჯარი კი დაახლოებით 12 000-ისგან.
პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მხარს უჭერს თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ერთწლიან ომში: მან რუსი სამხედროების ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრა და, ამასთანავე, საკუთარ ტერიტორიაზე ახლად მობილიზებული რუსი ჯარების წვრთნები დაუშვა.