რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: რუსეთის გიჟური ტაქტიკით ბახმუტში დღეში 500 რუსი ჯარისკაცი იღუპება

ოლექსი რეზნიკოვი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინული მედიის ინფრომაციით, უკრაინელი ჯარისკაცები მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით ყოველდღიურად 500 რუს დამპყრობელს ანადგურებენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, დანაკარგების მიუხედავად რუსები ქალაქზე შეტევას აგრძელებენ. რეზნიკოვი ოკუპანტების შეტევას “მცოცავს” უწოდებს.

"ფაქტობრივად, ეს უკვე მიმდინარეობს [რუსული შეტევა]. ჩვენ ამას ვუწოდებთ "მცოცავ შეტევას", რადგან მათ აქვთ გიჟური ტაქტიკა: ვაგნერის ან ყოფილი პატიმრების ტალღებს ჩვენს წინააღმდეგ აგზავნიან, რათა უკან დაიბრუნონ რამდენიმე მეტრი, მიწა, მაგალითად, ბახმუტში. ოცი მათგანი თავს ესხმის ჩვენს მხარეს და ჩვენ მათ ვკლავთ, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ოცი მოდის და კიდევ ოცი უწყვეტი ციკლით. ჩვენმა გენერალმა აღმოსავლეთის ფრონტზე თქვა, რომ რუსებს 500 დაღუპული და 900 დაჭრილი ჰყავდათ დღეში." - თქვა მან.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუთი მტკიცედ დგას. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტს კარგად იცავენ, რაც მტრის თავდასხმის უნარს ამცირებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში მძიმე დანაკარგებს განიცდიან. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინელმა სამხედროებმა 148 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი უკვე გაანადგურეს.

კომენტარები