უკრაინელი ხალხის სიმამაცემ 365 დღის განმავლობაში აჩვენა, რომ ისინი იბრძვიან მტკიცედ საკუთარი ქვეყნის დასაცავად და მზად არიან, დაიცვან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კულტურული იდენტობა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საერთაშორისო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ერთიანი პასუხი ჰქონდა პუტინის სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმაზე უკრაინელი ხალხის მიმართ. პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა კიევში, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა დგას ძლიერად, უკრაინა დგას ამაყად და, რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა დგას თავისუფალი. ეს ერთი წელი არის იმის შეხსენება, რომ ჩვენ ყველამ მაქსიმალურად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, როგორც მუშაობს ამერიკა ერთ წელზე მეტია, რომ აღადგინოს რეგიონში მშვიდობა, აღადგინოს პატივისცემა იმისა, რასაც ჰქვია სუვერენიტეტი და სუვერენული ერის მისწრაფება, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის საკვანძო და სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკა და ამდენი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, რათა დაიცვას თავისი სუვერენულობა, იდენტობა და თავისუფლება
აშშ-უკრაინა
დეგნანი: ეს ერთი წელი არის შეხსენება, რომ აქტიურად ვიმუშაოთ რეგიონში მშვიდობის აღსადგენად
tbl.ge/6a7f
დაკოპირდა

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
ამავე თემაზე
- Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება
- ჰეგსეთის თქმით, აშშ-მ უკრაინაში დრონების შესასწავლად ამერიკელი სამხედროები გაგზავნა
- FT: უკრაინაში აშშ-ს დროებითი რწმუნებული თანამდებობას ტოვებს
- უკრაინის ვიცეპრემიერის თქმით, აშშ-სთან "კეთილდღეობის გეგმის" სამუშაო ვერსიაზე შეთანხმდნენ
- რუბიომ უკრაინაში ვიზიტის მოწვევა მიიღო




