რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი კავკასიის რეგიონში პატიმართა ფარულ მობილიზაციას განაგრძობს

რუსეთი აგრძელებს ფარულ სამობილიზაციო სამუშაოებს რუსეთის ფედერაციაში საკადრო დანაკარგების შესავსებად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს კავკასიის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. 

ამასთან ერთად, ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა მამაკაცი ექვემდებარება მობილიზაციას "მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბრძოლის სურვილისა".

“პატიმრები გათავისუფლდებიან უკრაინაში საომარ მოქმედებებში ნებაყოფლობითი მონაწილეობის პირობით“. - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშში.

კომენტარები