LOTR

WARNER BROS. ბეჭდების მბრძანებლის მიხედვით ახალ ფილმებს გადაიღებს

Den of Geek

კინოსტუდია Warner Bros. ბეჭდების მბრძანებლის მიხედვით ახალი ფილმების გადაღებას გეგმავს. ინფორმაციას კომპანიის ახალი ხელმძღვანელი დევიდ ზასლავი ადასტურებს.

ახალ ფილმებს უორნერ ბროსის შვილობილი კომპანია New Line Cinema გადაიღებს.

დაუბრუნდება თუ არა პროექტს პირველი ტრილოგიისა და ჰობიტის რეჟისორი პიტერ ჯექსონი ამ ეტაპზე უცნობია. სტუდია მასთან და პირველი ტრილოგიის სცენარისტებთან და პროდიუსერებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პიტერ ჯექსონთან, ფრენ უოლშთან და ფილიპა ბოიენსთან, ძალიან გაგვიხარდება თუ ისინი კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ ჩვენთან". – ამბობს ზასლავი.

გასულ წელს სტრიმინგის სერვისმა Amazon ბეჭდების მბრძანებლის მიხედვით სერიალი Rings of Power გადაიღო. ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულმა სერიალმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო.

კომენტარები