LOTR

ედრიან ბროუდიმ ბეჭდების მბრძანებელში ჰობიტის როლზე უარი თქვა

Befunky

GQ-სთან ინტერვიუში ედრიენ ბროუდიმ მწუხარებით გაიხსენა, რომ ბეჭდების მბრძანებელში ჰობიტის როლზე უარი თქვა.

"რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ შინაარს კარგად ვერ ჩავწვდი. დღემდე არ ვიცი რომელი ჰობიტი უნდა მეთამაშა. იმ პერიოდში რაღაც სხვა მინდოდა მეცადა. მახსოვს ყოფილ მეგობარ ქალთან ერთად წავედი ბეჭდების საძმოზე, ის მომიტრიალდა და მკითხა: "ამ ფილმში თამაშის შანსი გაუშვი"? სამაგიეროდ მეფე კონგში ვეღარ ვითამაშებდი". – ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.

საბოლოოდ ჰობიტების როლზე პიტერ ჯექსონმა ელაიჯა ვუდი, დომინიკ მონაგანი, შონ ოსტინი და ბილი ბოიდი შეარჩია. ბროუდიანმა მეფე კონგმა კი მსოფლიო კინოგაქირავებაში 562 მილიონი დოლარი მოაგროვა.

ედრიან ბროუდი ამერიკელი მსახიობია, მისი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა და კარიერაში ერთადერთი ოსკარი, რომან პოლანსკის პიანისტში ვლადისლავ შპილმანის როლმა მოუტანა. 

კომენტარები