რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წელი გავიდა. 24 თებერვალს გთავაზობთ New Yourk Times-ის ისტორიებსა და ფოტოებს, რომლებიც უკრაინაში ომის მიმდინარეობისას არის გადაღებული.
კიევი რუსეთის შეტევის შემდეგ - 2022 წლის 24 თებერვალი
ომის დაწყების მომდევნო დღეს მოხალისეებს კიევის ოლქში იარაღს ურიგებენ - 2022 წლის 25 თებერვალი
ჯულია, მოხალისე და მასწავლებელი ელოდება კიევის რეგიონში განაწილებას, რათა ოკუპანტებს ებრძოლოს - 2022 წლის 26 თებერვალი
რუსი ოკუპანტის ცხედარი ხარკოვში - 2022 წლის 25 თებერვალი
უკრაინელი სამხედრო ირპენში - 2022 წლის 29 თებერვალი
მაშველებს ოკუპანტების მიერ დაბომბილი მარიუპოლის სამშობიაროდან გამოჰყავთ დაშავებული ორსული, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა - 2022 წლის 9 მარტი
ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ოდესიდან - 2022 წლის 15 მარტი
ბუჩაში მდებარე ბავშვთა თავშესაფარი, რომლის იატაკზე სისხლის კვალი, კედლებზე კი ნატყვიარები იპოვეს. ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ სარდაფიდან 5 ხელებშეკრული ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - 2022 წლის 9 აპრილი
ევაკუაცია ხარკოვიდან - 2022 წლის 29 აპრილი
ბუჩა - 2022 წლის 3 აპრილი
ბუჩაში მცხოვრები მოქალაქეები, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, საკვების რიგში დგანან - 2022 წლის 2 აპრილი
საფლავები ირპენში - 2022 წლის 16 აპრილი
პენსიაზე გასული მასწავლებელი, სახელად ლუდა ოკუპანტებმა 2022 წლის 5 მარტს მოკლეს. 1 თვის შემდეგ უკრაინელებმა მისი ცხედარი იპოვეს - ძაღლმა პატრონი არ მიატოვა
ბუჩაში, მოხუცთა თავშესაფარში 4 ხანდაზმულის ცხედარი იპოვეს - ექიმების ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, შიმშილით დაიღუპნენ - 2022 წლის 4 აპრილი
სკამზე დატოვებული თოვლით დაფარული პური პარკში, სადაც, ადგილობრივების ინფორმაციით, დაბომბვისას, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა - 2022 წლის 4 აპრილი
უკრაინელი ჯარისკაცი მაქსიმ სიროიჟკო შეყვარებულთან, იანა მატვაპაევასთან ერთად. წყვილის თქმით, ერთად 5 წელი იყვნენ, ომის დაწყების შემდეგ კი ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ - 2022 წლის 21 აპრილი
ირპენისგან დარჩენილი ნანგრევები - 2022 წლის 2 მაისი
უკრაინელ და ბრიტანელ მოხალისეებს ბახმუტში მდებარე სახლიდან გამოჰყავთ 77 წლის უსინათლო ქალი, ზინაიდა რიაბცევა - 2022 წლის 30 მაისი
სკოლადამთავრებულები ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ცეკვავენ - 2022 წლის 15 ივნისი
მეზობლები ცდილობენ, ჩააქრონ ოკუპანტების დაბომბვისას გაჩენილი ხანძარი ბახმუტში - 2022 წლის 10 ივლისი
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ფრონტის ხაზზე დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრები მის საფლავთან მივიდნენ
გამომძიებლები იზიუმში, სადაც 445 ინდივიდუალური და ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს - 2022 წლის 16 სექტემბერი
მოქალაქეები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა პოლიციის განყოფილებაში შეჭრის შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს, ტყვეობის დღეებს კედელზე ითვლიდნენ - 2022 წლის 18 სექტემბერი
ირპენი, 1-ელი სექტემბერი, მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
ცოლ-ქმარი ხარკოვში, დროებით თავშესაფარში - 2022 წლის 25 სექტემბერი
ოკუპანტების სიმბოლო Z იზიუმის ბაღში - 2022 წლის 18 სექტემბერი
5 წლის მარინა პონომარიოვა, რომელმაც ფეხი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვის დროს დაკარგა - 2022 წლის 20 ოქტომბერი
რუსი ოკუპანტების ცხედრები გათავისუფლებულ ლიმანში - 2022 წლის 2 ოქტომბერი
უკრაინელები ხერსონის გათავისუფლებას აღნიშნავენ - 2022 წლის 12 ნოემბერი
ირინა და ვიქტორ დუდნიკები მათი ვაჟის, 38 წლის დმიტროს ცხედართან. ის ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა - 2022 წლის 10 დეკემბერი
უკრაინელი სამხედრო ლიმაში, ეკლესიაში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს და გაძარცვეს - 2022 წლის 25 დეკემბერი
კიევში, საპარკინგე სივრცეში ფილმს უყურებენ - 2022 წლის 24 დეკემბერი
ქალი და ორი ძაღლი ბახმუტში ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა - 2022 წლის 2 იანვარი
ხარკოვი, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შემდეგ ქალაქში სიბნელეა - 2022 წლის 20 იანვარი
57 წლის ოლენა ბუბენკო შვილიშვილთან, 7 წლის ნიკოლთან ერთად. ისინი ხარკოვთან მდებარე პატარა სოფელში მიტოვებულ 90 ძაღლს აჭმევენ - 2023 წლის 22 იანვარი
ქალი შვილისა და შვილიშვილის ცხედართან, მას შემდეგ, რაც ისინი დაბომბილი კორპუსიდან ამოასვენეს - დნიპრო
66 წლის ნინა კოვალენკო 36 წლის შვილის, მიხაილო კოვალენკოს ცხედართან. კაცი დაბომბვისას დაიღუპა - 2023 წლის 28 იანვარი
ლუდმილა დეგტიარიოვნა დგას თავის სახლში, რომლის კედლები ოკუპანტების შეტევის დროს დაიბზარა - 2023 წლის 4 თებერვალი, სოფელი ნევსკე
35 წლის ანა ჰაიკო და მისი 4 წლის შვილი, ვლადისლავი. ისინი საჰაერო განგაშის დროს თავს კიევის მეტროს აფარებენ - 2023 წლის 10 თებერვალი