მაშველები ქობულეთში ზღვაში დაკარგულ გოგოს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
TV 25-ის ინფორმაციით, გუშინ, 22 თებერვალს გოგო ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.