მთელი აბსურდიც ის არის, რომ უნდათ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე. მათ შორის, რეზოლუციაზეც ჩვენ გულნაწყენი ხომ ამიტომ ვართ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია დეზინფორმაციის წყაროდ იქცა, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს - სადაც საუბარია, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დევნილი იყო. არადა, ვიცით, რომ ის მართლმსაჯულებას გაექცა. ასევე, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ის აქ სწორედ რევოლუციების მოსაწყობად შემოიპარა. ახლა ეს გეგმა, არჩევნების წინა დღეს შემოსვლა და აქ გამოჩენა რას ნიშნავდა, მემგონი, არც ბავშვი არავინ არის და მით უმეტეს, არც ქართული საზოგადოებაა ამ მხრივ გამოუცდელი. ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, ესენი უკვე ვნახეთ. ეს კინო, რა კინოს დადგმასაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, ბევრჯერ ნანახი გვაქვს.
tbl.ge/6a52
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




