რუსეთი

პუტინი: ბირთვული ტრიადის გაძლიერებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ 

ვლადიმირ პუტინი

რუსეთი ბირთვული იარაღით აღჭურვილი ძალების გაძლიერებას განაგრძობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 23 თებერვალს "სამშობლოს დამცველის დღისადმი" მიძღვნილ მიმართვაში ისაუბრა

"როგორც ადრე, ჩვენ უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას". - თქვა პუტინმა, რაშიც ბირთვული იარაღით აღჭურვილი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შეიარაღებული ძალების განმტკიცება იგულისხმება.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი წელს პირველად ახალი სარაკეტო კომპლექსის, სარმატის გამშვები დანადგარების გამოყენებას დაიწყებს. ამასთან, მისივე თქმით, გაგრძელდება ჰიპერბგერითი საჰაერო-სარაკეტო კომპლექსების წარმოება და პარალელურად, საზღვაო ბაზაზე დაფუძნებული ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ მიწოდება დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა და ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა.

კომენტარები