აშშ-მოლდოვა

ჯო ბაიდენი ვარშავაში მაია სანდუს შეხვდა

22 თებერვალს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.

მაია სანდუს თქმით, პრეზიდენტებმა  მოლდოვის რესპუბლიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით ქვეყნის ძალისხმევაზე ისაუბრეს. 

“ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარით, რომ მოლდოველებს სურთ დარჩნენ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, იცხოვრონ უსაფრთხოდ და განახორციელონ თავიანთი ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მას ასევე მადლობა გადავუხადეთ აშშ-ს დახმარებისათვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში” - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა. 

სანდუს თქმით, მან გამოიყენა შანსი, რომ ჯო ბაიდენთან მოდლოვის ენერგეტიკულ კრიზისსა და აშშ-ის დახმარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხისა და აშშ-ს მთავრობის მიერ გასულ წელს გაწეული დახმარებისთვის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. ამან საშუალება მოგვცა დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს დავხმარებოდით, რათა ადვილად გამკლავებოდნენ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაზრდილ ფასებს.”- თქვა სანდუმ.

კომენტარები